ურბნისის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების კათედრაზე გაწეული მუშაობის ანგარიში (2013-2014
სასწავლო წლის II სემესტრში)
დაწყებითი
კლასების კათედრამ II სემესტრი
სამუშაო გეგმის მიხედვით წარმართა. შევასრულეთ
დაგეგმილი საკითხები, თუმცა სამუშაო პროცესმა ახალი იდეებიც წარმოშვა.
კათედრის
თითოეული მასწავლებელი გაკვეთილებზე ითვალისწინებდა მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ყოველ
გაკვეთილს საჭიროებისამებრ გეგმავდა.
ურთიეთდასწრების
მიზნით, 2 აპრილს, მათემატიკის გაკვეთილზე (მასწავლებელი მ. გოგიძე) დავესწარი I კლასში. მასწვლებელმა მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნა მათემატიკის
ტესტები. პატარებმა სამუშაოს კარგად გაართვეს თავი, გამოამჟღავნეს ბუკების ფლობის ელემენტარული
უნარები.]
I კლასშივე ჩატარდა მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილი ისტი-ს გამოყენებით, (მასწავლებელი
მ.გოგიძე), რომელსაც ესწრებოდა პროფესიული განვითარების ტრენერი ნანა ედიშერაშვილი.
ასევე პირველ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილები ქართულ ენასა და მათემატიკაში (
მასწავლებლები: მ. გოგიძე, ლ. ელიაშვილი)
III კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში თემაზე
„გერბი,დროშა,ჰიმნი“ (მასწავლებლები:თ.ელბაქიძე,მ. გოგიძე)
დედის
დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა ღონისძიება, გამოვუშვით კედლის გაზეთები როგორც ქართულ,
ისე ინგლისურ ენაზე, გაზეთებში მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით მოეფერნენ დედებს, ისწავლეს
და წარმოსთქვეს ქართველი მწერლების ლექსები, სიმღერები.
2
აპრილიდან დაწყებითი კლასების მასწავლებლები ჩავერთეთ პროექტში „ისუნთქე O2 “ , რომელიც სრულიად ღია და საჯარო სივრცეს მოიცავდა. პროექტი
8 კვირას გაგრძელდა, მისი მიზანი იყო მოსწავლეებში, მასწავლებლებში, მშობლებში, სკოლის
ადმინისტრაციაში, ზოგადად საზოგადოებაში ეკოცნობიერების გააქტიურება.
ამ
მიზნით, ყოველ კვირას,კათედრაზე ტარდებოდა ერთი ან ორი გაკვეთილი. ჩატარდა „ერთი სკვერის
ამბავი“(ქართული ენა,ბუნება), „პოკაჰონტასი“(ქართული ენა, ბუნება), „მწვანე ყუთი“(ქართული
ენა, ბუნება), „ვეხმარებით დედამიწას“(ქართული ენა, ბუნება), „ნაგვის მეორე სიცოცხლე“,(ხელოვნება,ბუნება),
„ ფურცლის ისტორია“ (ქართული ენა)...
კლასებში,დერეფანში,სამასწავლებლოში
დაიდგა „მწვანე ყუთები“ მაკულატურის მოსაგროვებლად.ბავშვები ენთუზიაზმით მოეკიდნენ
ამ საქმეს,მოგროვდა მაკულატურის გარკვეული რაოდენობა,მაგრამ ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ზემოთ აღნიშნულმა
პროექტმა მიზანს მიაღწია,იმ მხრივ,რომ მოსწავლეებმა დედამიწა გაითავისეს,როგორც საერთო
სახლი,რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. „ჩვენ დედამიწელები ვართ“-მე-4 კლასის ამ
ლოზუნგმა ბავშვების აღტაცება გამოიწვია.
22
აპრილს, დედამიწის დღეზე, მოსწავლეებმა საინტერესოდ გადმოსცეს თავიაანთი ნააზრევი. მიხვდნენ, რომ დედამიწის დაცვა საკუთარი მიწა-წყლის
მოვლით იწყება. ერთად დავიცვათ დედამიწა!- ამ მოწოდებას ყველა მოსწავლე გამოეხმაურა.
ასევე საინტერესოდ წარიმართა პროექტი-კვირეული
„14 აპრილი-დედა დღეა“, რომელიც 7 აპრილიდან 15 აპრილამდე გაგრძელადა. მოსწავლეებმა
ნახეს ქართული მულტფილმა „ბომბორა სწავლას
იწყებს“ კლასებში მოხდა ფილმის ანალიზი, რამაც
მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა წერა-კითხვის სწავლის აუცილებლობაში. მოსწავლეებმა
დაწერეს 5 წუთიანი ესე, დაამზადეს ანბანის ასოები, მოხდა ზოგიერთი მოთხრობის ინსცენირება
იაკობ გოგოებაშვილის „დედაენიდან“, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. 14 აპრილს „დედაენის
დღეზე“ მეოთხე კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში (მასწავლებელი ლ. ელიაშვილი), ამავე კლასში ჩატარდა
შემაჯამებელი ღონისძიება „14 აპრილი დედაენის დღეა“.
23 აპრილს,
წიგნის დღესთან დაკავშირებით, მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითნაკეთი წიგნები.
მესამე კლასის მოსწავლეები კი ჩაებნენ პროექტში „ მოხეტიალე წიგნები“.
წლის ბოლოს
მეოთხე კლასში ქართული ენის მასწავლებელმა ლ. ელიაშვილმა ჩაატარა ღონისძიება „ვისი
გორისანი ვართ“, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საქართველოსთვის თავდადებული
მამულიშვილების ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.
პირველ კლასში
ჩატარდა ღონიძიება „შევისწავლეთ წერა-კითხვა“(მასწავლებელი- მ.გოგიძე), მეოთხე კლასში
კი „ ეს ოთხი წელიწადი“(მასწავლებელი-ნ.უმეკაშვილი). მეორე და მესამე კლასებს შორის
გაიმართა სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“ (მასწავლებელი გ. წაველიძე).
პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით დაწყებითი კლასების
კათედრის მასწავლებლებმა გაიარეს შემდეგი ტრენინგები:
ტრენინგი დაწყებითი
საფეხურის მასწავლებელთათვის (მასწავლებელი თ. ელბაქიძე,მ.გოგიძე,ლ.ელიაშვილი), (20სთ)
გრძელვადიანი სასწავლო კურსი განათლების დ/საფეხურის
მასწავლებელთათვის I-VI ქართული ენა (მასწავლებლები: თ. ელბაქიძე, მ.გოგიძე, ლ.ელიაშვილი,
ნ. რუსაშვილი),(30 სთ)
ქართული ენის სწავლების მეთოდები(30სთ).„წერისა და კითხვის
სტრატეგიები“, (20 სთ)„რეკომენდაციები არგუმენტირებული და ანალიტკური ესეს დაწერისათვის“(10სთ),(მასწავლებლები: თ. ელბაქიძე, მ.გოგიძე, ლ.ელიაშვილი, ნ. უმეკაშვილი),
ბუნებისმეტყველება I-VIკლასებში (მასწავლებლები: მ.გოგიძე,
ლ.ელიაშვილი),
ეფექტური კომუნიკაციის განვითარება დ/კლასებში (მასწავლებლები:
მ.გოგიძე, ლ.ელიაშვილი),
ინკლუზიური განატლების ტრენინგი (მასწავლებლები: მ.გოგიძე,
ლ.ელიაშვილი),
მათმატიკა I-VIკლასებში (მასწავლებლები: მ. გოგიძე,
ნ. უმეკაშვილი),
შებრუნებული
საკლასო მოდელი(მასწავლებელი: ნ. რუსაშვილი)
დაწყებითი
კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ოლიმპიადებში: ლონდონის სკოლის ქართული
ენის ოლიმპიადაზე, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა:
მარიამ ინდუაშვილმა რეგიონალური მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა, ნინო ბარამაშვილმა
კი პირველი მეორე ტური წარმატებით გაიარა.
კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაზე მესამე კლასის
მოსწავლე გიგა ზუმბულიძე მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, დავით ხანიშვილმა კი
პირველ ტური გაიარა წარმატებით, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობა ვეღარ მიიღო.
მეორე კლასიდან ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს:
ანანო გივიაშვილმა, მარიამ ბალახაძემ, სოსო ბარამაშვილმა, გიორგი ნადიბაიძემ, ნია ინდუაშვილმა.
მეოთხე
კლასის მოსწავლემ ნინო ბარამაშვილმა ლონდონის სკოლის მათემატიკის ოლიმპიადაზე წარმატებით
გადალახა პირველი ტური.
დაწყებითი
კლასების მოსწავლეებისათვის მოეწყო სასწავლო
ექსკურსიები შემდეგი მარშრუტებით:
I კლასი- ურბნისი, მცხეთა, თბილისი, ურბნისი;
III კლასი- ურბნისი, მცხეთა, თბილისი, ურბნისი;
IIკლასი- ურბნისი, ბორჯომი, ურბნისი;
IVკლასი- ურბნისი, ქუთაისი, ურბნისი.
დ/კლასების კათედრის თავ-რე: თ.ელბაქიძე
2013-14 სასწავლო წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий