ინტეგრირებული გაკვეთილები

გაკვეთილის თემა:   ჰიმნი,გერბი,დროშა

 საგანი: ქართული, მუსიკა
(მასწ. თამილა ელბაქიძე,მარინე გოგიძე)

კლასი: მესამე  კლასი
10  მოსწავლე
ურბნისის  საჯარო სკოლა
დრო: თემა გადანაწილდება  1 გაკვეთილზე (1X45წთ)
(დაგეგმილია მეორე გაკვეთილი)
გაკვთილის მიზანი:
            ქართული ენა
მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის გაღვივება,
·         მოსწავლემ შეძლოს თავისი სახელმწიფოს ჰიმნის,გერბის და დროშის ცნობა
·         მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობებისას გამოამჟღავნოს      გაკვეთილზე შესწავლილი მასალის ცოდნა
·         მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ აქტივობებ

             ხელოვნება
·         მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში,ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას
·         წარმოადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე

              მუსიკა
                 მოსწავლემ:
·         შეძლოს  სანოტო სისტემის სიმბოლოების ამოცნობა
·         შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა
·         ვოკალური უნარ- ჩვევების განვითარება


ესგ სტანდარტი:
ქართ.III.I.მოსწავლეს შეუძლია ექსტის დანიშნულებისა და ადრესატის  ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით
.ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
ქართ.III.12.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის  დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ქართ.III.14.მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
ხელოვნება
  ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და  პროცედურის   გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.III.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.III.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.  
მუს. III.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი ნიშნების ამოცნობა.
მუს.III .8. მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.

საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შეუძლიათ  სანოტო სისტემის ხაზზე ვიოლინოს გასაღების ამოცნობა,ამოიცნობენ,ასახელებენ,წერენ ნოტებს ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე.

გამოყენებული რესურსები:  ბუკები, უკაბელო ქსელი, პროგრამა PowerPoint, , კლასის მართვა, მომზადებული
სლაიდები,ფორმატისქაღალდები,ფლომასტერები,კალმები.ჭიკარტები.წებოვანი ქაღალდი
დაჯგუფების ფორმები:  მოსწავლეები განაწილებულნი არიან მცირე ჯგუფებად. (2 ჯგუფად)

გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები-მსვლელობა:

I ეტაპი:  გონებრივი იერიში (2წთ)--  მოსწავლეებმა დაასახელონ მათთვის ცნობილი ქვეყნები



 



               
                                                            ქვეყნები
 




აქტივობა 1.
(3წთ)  მინი ლექცია (საქართველოს დროშა,ჰიმნი,გერბი)
                    

აქტივობა 2. (7წთ) საპრეზენტაციო მასალა
                        მოსწავლეებს ბუკებში გავუზიარებ   ეკრანს და ვაჩვენებ სლაიდებით აწყობილ პრეზენტაციას __„დროშა,ჰიმნი,გერბი“.  დავსვამ კითხვებს:
   რამდენ ჯვრიანია საქართველოს დროშა?
   აღწერეთ საქართველოს გერბი.
   რატომ აწერია გერბზე „ძალა ერთობაშია“
   რას გვასწავლის ეს დევიზი?
  აქტივობა  3.(5წთ) ჰიმნის  მოსმენა და
    მუსიკის მასწავლებლის მინი-ლექცია ჰიმნის შესახებ.

    აქტივობა 4.(10 წთ) კითხვა-პასუხი--დიდი ტორმატის ქაღალდზე დახაზულ სანოტო სისტემაზე მოსწავლეებს ეძლევათ დავალება „ჩაწერეთ სიმღერა“.ბავშვები წარმოიდგენენ თავს კომპოზიტორებად და ქმნიან მუსიკას.ხოლო ტექსტის თითოეულ მარცვალს უწერენ ნოტს.

აქტივობა 5.(15წთ) ჯგუფური სამუშაო__დახატეთ და აღწერეთ საქართველოს გერბი


აქტივობა 6.(  3წთ ) მოსწავლეთა თვითშეფასების მიზნით  ბუკებში გადავუგზავნი სამუშაოს „ჩემი ჟურნალი“,სადაც მოსწავლემ უნდა მოახდინოს შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება გაკვეთილის ირგლივ.ჩაწეროს როგორ იმუშავა, რა პრობლემა შეექმნა,დასახოს  მისი  გადაჭრის გზები მომდევნო გაკვეთილისთვის.






შეფასება:  მოსწავლეებს დავაკვირდები თითოეული აქტივობის დროს. ყურადღებას გავამახვილებ, თუ როგორია მათი წინარე ცოდნა და საჭიროებები.
შევაფასებ განმავითარებელი კომენტარებით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ü  მოსწავლე ასახელებს საქართველოს სიმბოლოებს და მსჯელობს მათ შესახებ
ü  შეუძლია-არ შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენებჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ü  ნასწალი ხერხებით ნამუშევრის შექმნის.ნაწილობრივ შექმნის  უნარი






        
































Комментариев нет:

Отправить комментарий